პოლიტიკა ისეთი მაზალო რამეა, სად და ვის ჩაითრევს - კაცი ვერ გაიგებს. რას ვიზამთ, ბევრს უნდა ცხოვრების გამარტივება და ლაყაფით დაშხოშიანად ცხოვრება. მით უმეტეს, როდესაც იმ ადამიანებზეა საუბარი, რომლებიც მთქნარია ცხოვრებას ადრევე მიეჩვივნენ და ახლა მათი გადაჩვევა ერთობ რთული საქმეა.
არგენტინელმა ლამაზმანმა, ხუან რომან რიკელმეს ყოფილმა გულისსწორმა და “ვერცხლისქვეყანაში” უზომოდ პოპულარულმა მოდელმა, ბელენ როდრიგესმა ამ რამდენიმე დღის წინ, საჯაროდ განაცხადა, რომ ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და შესაძლებელია პოლიტიკაში ამოჰყოს თავი.
სხვათა შორის, ბელენი აქამდე ყოველთვის გამოირჩეოდა მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით და არგენტინის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს ყოველთვის აკრიტიკებდა. შესაბამისად, როდრიგესის ქალი სახელისუფლებო პარტიაში ალბათ არ იმოღვაწევებს. ოპოზიციონერი ბელენ როდრიგესი კი ჭეშმარიტად კარგი სანახავი იქნება.







