ფეხბურთი

22:20 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” ტრავმირებულები დაუბრუნდნენ

მადრიდის “ატლეტიკოს” ბანაკში შესანიშნავი ამბებია. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დიეგო გოდინმა, სტეფან სავიჩმა და იენიკ ფერეირა კარასკომ ვარჯიში განაახლეს და სამივე ფეხბურთელი ბარსელონაში გაემზავრა, სადაც “როხიბლანკო” სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში ადგილობრივ კლუბს დაუპირისპირდება.

მადრიდელებს განსაკუთრებით ცენტრალური მცველების დაბრუნებამ უშველა, რადგან მესამე უკანახაზელი ხოსე მარია ხიმენესიც ტრავმირებულია და “ატლეტიკო” ახალგაზრდა ფეხბურთელების, ლუკას ერნანდესისა და მონსალვეს იმედად იყო დარჩენილი, რომელთა დუეტმაც გასულ შაბათს “ბეტისთან” მოგებულ (5:1) შეხვედრაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ჩვენი დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112338