კალათბურთი

20:57 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ო'ნილი, მინი და აივერსონი “დიდების დარბაზში”

შაკილ ონილი, ალან აივერსონი და იაო მინი დიდების დარბაზში შიყვანეს. აღნიშნულ ინფრომაციას ESPN-ი ავრცელებს.
მინი “ჰიუსტონ როკეტსის” ღირსებას 2002 წლიდან 2011 წლამდე იცავდა. ჩინელმა გიგანტმა 8-ჯერ “ყველა ვარსკვლავის” მატჩში ითამაშა. ის ერთ შეხვედრაში საშუალოდ 19 ქულას, 9.2 მოხსნას და 1.9 ბლოკ-შოტს აკეთებდა.
ო'ნილი ნბა- 4-გზის ჩემპიონი, “ოლ სტარის” 15-გზის მონაწილე, ნბა-ს რეგულარული სეზონის ერთგზის და პლეი-ოფების 3-გზის უძვირფასესი მოთამაშეა. შაკი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 23.7 ქულას, 13 მოხსნას და 2.7 დაფარებას აგროვებდა.
აივერსონი “ოლ სტარის” 11-გზის მონაწილე, 1997 წლის საუკეთესო ახალწვეული და რეგულარული სეზონის უძვირფასესი კალათბურთელია. ალანის საშუალო მონაგარი 26.7 ქულა, 6.2 პასი და 3.7 მოხსნა გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109257