კალათბურთი

19:28 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურუსისი ევროლიგის მარტის თვის საუკეთესო კალათბურთელია (+VIDEO)

თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი, “ლაბორალ კუჩას” ბერძენი ცენტრი იანის ბურუსისი ევროლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მარტის თვეში “ლაბორალ კუჩამ” 5 შეხვედრიდან სამი მოიგო. ბურუსისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18.4 ქულას, 9.2 მოხსნას, 2.8 ჩაჭრას და 1.3 პასს აკეთებდა. ბერძენი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24.4 უწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113208