ფეხბურთი

12:08 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაბლო ფრანკო: “ვფიქრობ, ხარაიშვილი დარჩება, ძლიერი გუნდი მის გარშემო უნდა ავაწყოთ”

“საბურთალომ” კრიზისი დასძლია და ბოლო 3 მატჩში 7 ქულა აიღო. ეს ესპანელი პაბლო ფრანკოს მწვრთნელობით. საინტერესო პერსონაა პაბლო ფრანკო და მის გამოცდილებაზე იმის თქმაც კმარა, რომ 13 ტურის განმავლობაში პრიმერადივიზიონის გუნდის (“ხეტაფე”) მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

Worldsport.ge ესპანელს “საბურთალო”-“შუქურას” მატჩის (3:2) შემდეგ ესაუბრა. პაბლო ფრანკო გუნდის სამწვრთნელო შტაბთან და სპორტულ დირექტორ მანოლო იეროსთან ერთად, “ლოკომოტივი”-“საპოვნელას” უყურებდა და შესვენებისას ჩვენთვის მოიცალა:

- ჯერ დღევანდელ მატჩზე თქვით, “შუქურასთან” თამაშს როგორ შეაფასებდით?

- ძალიან რთული თამაში იყო. მეტოქეს გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავდა. ჩვენი საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ და საჭირო სამი ქულა ავიღეთ.

- 3 მატჩში 7 ქულა აიღეთ. ეს რის ხარჯზე?

- ბევრი მუშაობით და უძილო ღამეებით. ვეცადე, გუნდის თამაში სწრაფად გამომესწორებინა და საბედნიეროდ, ფეხბურთელებმა შემიწყვეს ხელი. უპირველესად, დაცვაში თამაში უნდა გაუმჯობესებულიყო.

- “საბურთალოს” ლიდერი გიორგი ხარაიშვილი, სავარაუდოდ, ზაფხულში დატოვებს გუნდს. მზად ხართ, რომ მის გარეშე ააწყოთ გუნდი?

- არ ვფიქრობ, რომ ხარაიშვილი გუნდს დატოვებს. ამ სეზონს ჩავამთავრებთ და ზაფხულში “საბურთალოს” გავაძლიერებთ. ხარაიშვილისთვისაც უკეთესი იქნება, თუ ჩემთან დარჩება. გეთანხმებით, რომ “რობი” ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია და სწორედ მის გარშემო აიწყობა გუნდი. ასეთი გეგმები გვაქვს: მაღალი ადგილებისთვის ვაპირებთ ბრძოლას.

- ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატის დონეს როგორ შეაფასებთ?

- სეგუნდა ბ-ის თამაშებს შევადარებდი, თუმცა ვიცი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბევრს ცდილობს და ფულიც საკმაოდ ჩაიდო. სწორედ ამის იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ფეხბურთი წინ წაიწევს. 17 წელი ვმუშაობდი ესპანეთში და რთული პერიოდიც გამოვიარე, ასე რომ, სიძნელეებს არ ვუშინდები.

- ცოტა რამ ესპანურ ფეხბურთზეც: “ფურია როხას” რამდენად აქვს შანსი, რომ ზედიზედ მესამედ გახდეს ევროპის ჩემპიონი?

- ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება. თუ ტრავმებს აირიდებს ნაკრები და ფეხბურთელები კარგ ფორმაში იქნებიან, ვფიქრობ, რეალურია, რომ ზედიზედ მესამედ მოიპოვონ ჩემპიონობა. არაერთი ძლიერი ნაკრები იქნება ევრო-2016-ზე. ესპანეთის გარდა გამოვარჩევდი გერმანიას, საფრანგეთს, ბელგიას და პოლონეთს. ძალიან მომწონს პოლონეთი.

- ბევრი ფიქრობს, რომ ესპანეთის ნახევარდაცვა ისეთი ძლიერი ვეღარ არის, როგორც 2008-2012 წლებში იყო. ჩავი-ინიესტა დიდებულ წყვილს ქმნიდნენ ნახევარდაცვაში, ახლა კი ჩავი გამოაკლდა.

- სამაგიეროდ, ინიესტა დარჩა და დარწმუნებული ვარ, ის დიდებულად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ვფიქრობ, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც სწორედ ინიესტა გახდება.

სხვათა შორის, პაბლო ფრანკოს “ბარსელონა”-“რეალის” დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვესაუბრეთ. მხოლოდ ის თქვა, “რეალის” გამარჯვება მინდაო და თან ღიმილით გადახედა მანოლო იეროს, რომელიც “ბარსელონას” გულშემატკივარია.

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.248894