ჭადრაკი

18:30 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილი დამარცხდა და ლიდერობა შეინარჩუნა

საქართველოს ქალთა 73-ე ჩემპიონატის მე-8 ტურში დაფიქსირებული სენსაციური შედეგის მიუხედავად, ლელა ჯავახიშვილი (2489) ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს.

გასულ ტურში პირველ ადგილზე მყოფმა ჯავახიშვილმა აუტსაიდერ ნინო ხომერიკთან (2299) შავი ფიგურებით წააგო, თუმცა, 6.0 ქულით მეწინავეობა შეინარჩუნა.

ახლა, ლელას მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება სალომე მელია (2452), რომელიც შავებით მაია ლომინეიშვილს (2365) დაუზავდა. მესამეზე სოფიკო ხუხაშვილია (2344) 4.5 ქულით.

მე-9 ტურში, რომელიც დღეს გახლავთ დაგეგმილი, ლიდერები თეთრი ფიგურებით ითამაშებენ. ჯავახიშვილი ანა გავაშელს (2193) დაუპირისპირდება, მელია – მერი არაბიძეს (2390), ხოლო ხუხაშვილი – ხომერიკს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11845