მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელზე მეტია ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი თავის ცოლთან, სოფია ბალბისთან ერთად აღარ ცხოვრობს, ლუისიც და სოფიაც ჯერჯერობით ოფიციალურად გაშორებას არ ჩქარობენ და ჭორებზე თვალებგაფაციცებულ ბულვარულ მედიას ეს ძალიან აკვირვებს.
ლუის სუარესსა და სოფია ბალბის საერთო შვილი ჰყავთ და მიუხედავად იმისა, რომ საერთო შვილი რასაკვირველია საერთო საზრუნავსაც ნიშნავს, რთულად წარმოსადგენია წყვილის ასეთი “განუყრელობის” მიზეზი მხოლოდ შვილი იყოს. მით უმეტეს, რომ სუარესის მსუყე ქონება თავის მხრივ სოფიასთვის დიდად საცდური რამეა.
ჩვენ წინაწარ ვერაფერს ვიტყვით, შესაძლებელია ეს წყვილი კიდეც შერიგდეს და ძველებურად უდრტვინველად გააგრძელონ თანაცხოვრება. მით უმეტეს, ესპანეთის ბულვარული პრესა ვარაუდობს, რომ შესაძლებელია საქმე ერთგვარ გარიგებასთან გვქონდეს. გარიგებასთან, რომელიც დალოდებას გულისხმობს. ვინ იცის...







