ფეხბურთი

12:28 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რეკობა: “კარიერის საუკეთესო გოლი “სამპდორიასთან” გავიტანე (+VIDEO)

40 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა ალვარო რეკობამ თავის კარიერაში საუკეთესო გოლად 2005 წელს “სამპდორიასთან” გატანილი გოლი დაასახელა.

“ჩემი ფავორიტი 2005 წელს “სამპდორიასთან” ბოლო წუთებზე გატანილი გოლია, რომელმაც მილანურ კლუბს გამარჯვება მოუტანა. ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო, მოედანზე გამოვჩნდი და გამარჯვების გოლი გავიტანე”- განაცხადა რეკობამ.

2005 წელს “ინტერმა” შინ “სამპდორიას 3:2 მოუგო, თუმცა მილანური კლუბი 88-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა. 88 წუთზე ობაფემი მარტინსმა შეამცირა სხვაობა, 91-ე წუთზე ვიერიმ გაათანაბრა, ხოლო 94-ე წუთზე ალვარო რეკობამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110678