ფეხბურთი

23:21 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი გულშემატკივრების 73% ბენზემას წინააღმდეგ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა 73% მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას "მამლების" რიგებში დაბრუნების წინააღმდეგია. აღნიშნულ ინფორმაციას Getfootballnewsfrance.com-ი ავრცელებს.

"სამეფო კლუბის" ფორვარდი მატიე ვალბუენას საქმეში ბრალდებული გახლდათ და ეროვნული ნაკრებიდან ამის გამო დაითხოვეს. სასამართლომ ბენზემას ბრალეულობა ვერ დაუმტკიცა და საბოლოოდ "ლიონის" ფეხბურთელთან კონტაქტის ნებაც დართო.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში 15 აპრილს სხდომა გაიმართება და ბენზემას საკითხს განიხილავენ. თუ ქარიმს ნაკრებში დაბრუნების საშუალებას მისცემენ, დიდიე დეშამს უფლება ექნება ევროპის ჩემპიონატზე ესპანური გრანდის თავდამსხმელი წაიყვანოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116468