ფეხბურთი

22:01 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოციალური პროექტი – ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის ხელშეწყობა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ახალგაზრდული მოძრაობა „ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის“, ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივ სოციალურ პროექტს ახორციელებენ.

პროექტი 7 თვიანია და მოიცავს დევნილი ახალგაზრდების, მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფეხბურთის სწავლებას თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და გორში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩს დაესწრნენ „კარიტასის“ და „შOშ ბავშვთა სახლის“, 7-დან 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდის წევრები. მათ სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მიესალმა.

„ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ძალიან მნიშნელოვანია. ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა ამ ახალგაზრდებთან მუშაობა. ჩვენი მიზანია ბავშვებს შევუქმნათ შესაბამისი სპორტული გარემო, შევაყვაროთ მათ ფეხბურთი და ვიზრუნოთ მათ განვითარებაზე. მივესალმები ამ ტიპის პროექტებს, რადგან ხდება ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენა და სამომავლოდ, მათი წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბება“, - ლევან კობიაშვილი.

სფფ-ს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140118