ფეხბურთი

18:35 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტურე ზაფხულში “სიტის” დატოვებს

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთი ლიდერი იაია ტურე ზაფხულში გუნდს შეიცვლის. ამის შესახებ თავად კოტ დივუარელი ფეხბურთელის აგენტმა დმიტრი სელუკმა განაცხადა.

“ამიერიდან ჩვენ დავიწყებთ საუბარს სხვა კლუბებთან. “სიტი” ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე კონკრეტულს არაფერს აკეთებს. იაიამ გუნდისთვის აქამდე ყველაფერი გაიღო და ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ სიტუაციაში ლოდინი სწორი ნაბიჯი იქნება”, - თქვა ფეხბურთელის აგენტმა გამოცემა The Sun-თან საუბრისას.

ტურე მანჩესტერულ გუნდში 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და “ქალაქელთა” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა დღემდე. აფრიკელ ნახევარმცველს კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მაგრამ ზაფხულში გუნდის შეცვლა სურვილისამებრ შეეძლება. როგორც ამ დროისთვის ცნობილი ხდება, ტურეს მიმართ ინტერესს ორი იტალიური გუნდი მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” იჩენენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120281