ფეხბურთი

16:31 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი მძიმე ტრავმას გადაურჩა

ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლეონარდო ბონუჩი მძიმე ტრავმას გადაურჩა. როგორც ავტორიტეტული იტალიური გამოცემა tuttosport-ი წერს, 28 წლის მცველს დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც კუნთების გაწყვეტა არ აჩვენა და შესაბამისად, ლეონარდო უახლოეს ხანებში მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.

კერძოდ, როგორც გამოცემა გვატყობინებს, ბონუჩი მომდევნო სამი დღის განმავლობაში დაისვენებს, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება საწვრთნელ პროცესს. 9 აპრილს, “მილანთან” გასამართ მატჩში კი მონაწილეობის მიღებასაც მოახერხებს.

ბონუჩიმ ტრავმა გუშინ, გერმანიისა და იტალიის ნაკრებების მატჩის 57-ე წუთზე მიიღო, როდესაც უხერხულად დაეცა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. თავდაპირველი ვარაუდებით, მას მძიმე დაზიანება უნდა ჰქონოდა, თუმცა ფეხბურთელის საბედნიეროდ, აღნიშნული პროგნოზი არ გამართლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11917