ფეხბურთი

12:06 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარდიმ "ასტონ ვილა" დატოვა

"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა რემი გარდიმ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ბირმინგემულ გუნდს დროებით ერიკ ბლეკი უხელმძღვანელებს.

ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში ტიმ შერვუდი გასული წლის ნოემბერში შეცვალა და კლუბთან 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კრიზისში მყოფ "ასტონ ვილა" გარდიმ ვერ იხსნა. რემის შეგირდებმა 23 მატჩი ჩაატარეს, აქედან 3 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 13 მატჩში მარცხი განიცადეს.

ამჟამად "ასტონ ვილა" პრემიერლიგაში 16 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და გასავარდ ზონაში მყოფ "ნორვიჩს" 12 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110494