ფეხბურთი

13:25 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კასილასის სანაკრებო რეკორდები (+VIDEO)

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “პორტუს” მეკარე იკერ კასილასისთვის რუმინეთთან ამხანაგური მატჩი (0:0) სანაკრებო კარიერაში 166-ე გამოდგა და ამ მაჩვენებლით 34 წლის ფეხბურთელი ევროპის რეკორდსმენი გახდა. კასილასმა ლატვიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის ვიტალი ასტაფიევის შედეგი (165 სანაკრებო მატჩი) გააუმჯობესა. მსოფლიოში კი, სადაც 184 მატჩით რეკორდსმენი ეგვიპტის ნაკრების ექსკაპიტანი აჰმედ ჰასანია, ესპანელი მეექვსე ადგილზე იმყოფება.

ამავდროულად, კასილასმა ესპანელთა კარი 101-ედ შეინახა უგოლოდ, რაც მსოფლიო რეკორდია. თანაც, ესპანელი კიპერის სანაკრებო “მშრალი” სერია (უკვე მეორე) ამ დროისთვის 710 წუთს შეადგენს და ეს გუნდის ისტორიაში მეორე მაჩვენებელია. ამ მხრივ რეკორდსმენიც თავად კასილასია - 814 წუთით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110262