ფეხბურთი

12:21 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი ინგლისის თამაშით კმაყოფილია

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა გერმანიასთან მოგებული (3:2) ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა ნაკრებმა კარგად ითამაშა და ეს მხოლოდ ტესტ-მატჩი გახლდათ.

"ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა ასეთ ძლიერ ნაკრებებთან თამაშს ყოველთვის დაძაბული ფონი გასდევს. ბოლო წუთზე გოლი ჩვენც რომ გაგვეშვა, რა თქმა უნდა, ახლა პრესკონფერენციაზე ცოტათი იმედგაცრუებული ვიქნებოდი. თუმცა თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ კიდევ 4 ამხანაგური მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და შემდეგ ევრო 2016-ზე გავემგზავრებით." - ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს BBC-ი.

ბერლინში გამართულ შეხვედრაში გერმანია 57-ე წუთზე ტონი კროოსისა და მარიო გომესის გოლების წყალობით უკვე 2:0 იგებდა. ამის შემდეგ, ჰარი კეინმა, ჯეიმი ვარდმა ერიკ დიერმა ინგლისს გამარჯვება მოუტანეს.

0.114577