რაგბი

11:41 | 26.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„დიდი 10“-ის 2-4-4

საქართველოს ჩემპიონატის, „დიდი 10“-ის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, გუნდები სატურნირო ცხრილში სამ ნაწილად არიან დაყოფილი.

პირველ-მეორე ადგილოსნები, რომლებიც პლეი ოფში შეღავათიანი გრაფიკით შედიან, პრაქტიკულად უკვე გარკვეულია. გარკვეულია მომდევნო ოთხი გუნდიც, მაგრამ აქ დასალაგებელია პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლების ვინაობა, ხოლო ქვედა ოთხეული უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის. ასეთი მოცემულობა „ჯიქის“ დასჯამ განაპირობა, რომელიც მოწინავე გუნდებს დაშორდა, ქვევით კი, „არმაზს“ დარჩენის რეალური შანსი გაუჩნდა.

პირველ სათამაშო დღეს ქვედა ზონაში მყოფი სამი გუნდი მოწინავეებს ეთამაშება და სამივე შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. დედაქალაქურ დერბიში „ლოკომოტივი“ „აკადემიას“ „ავჭალაზე“ ეთამაშება და შეეცდება პირველ-მეორე ადგილზე დარჩენა დაიბევოს. აკადემიელებს უძლიერესთა შორის დარჩენა სურთ, „არმაზი“ უკვე ძალიან ახლოსაა და იოლად არაფერს დათმობს. მით უმეტეს, რომ პირველ წრეში „ლოკომოტივის“ დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა და მხოლოდ 9:10 წააგო.

დარჩენისთვის მებრძოლი რუსთავის „ხარები“ გორის „ჯიქს“ მასპინძლობს, რომელსაც 4 ქულის დაკლებით მოწინავე ორეულში შესვლის შანსი შეუმცირდა, მაგრამ მესამე-მეოთხე ადგილიც არაა ურიგო და თან ეგებ თამაშები ლიდერებმაც წააგონ. „ხარებმა“ ბოლო საშინაო მატჩში თვით ჩემპიონს, „ლელო-სარასენსს“ სძლიეს, მათთვის გამარჯვება ფაქტობრივად დარჩენის ტოლფასი იქნება და იოლად არაფერს დათმობს. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში რუსთაველებმა მეტოქე 6:5 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებისთვის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დასკვნით ტურში მდევარ „არმაზს“ ეთამაშებიან.

ქუთაისის „აია“ თბილისის „არმაზს“ მასპინძლობს, რომელსაც სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამ „დიდ 10“-ში დარჩენის რეალური შანსი გაუჩინა, თუმცა, ახლა ქუთაისში თავად უნდა იყოჩაღოს, ან პარალელურ მატჩებში „აკადემიასა“ და „ხარების“ მარცხის იმედად დარჩნენ.

ტურის ცენტრალური ჯახი კვირას „შევარდენზეა“ და მასში ბოლნისის „ყოჩები“ „ლელო-სარასენსს“ ეთამაშება. ლიდერს და მოქმედ ჩემპიონს ისეთი კალენდარი აქვს, რომ მისთვის ერთი თამაშის მოგება აუცილებელია და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი. ბოლნისელებს მინიმუმ მეოთხე ადგილი აქვთ შესანარჩუნებელი, რათა პლეი ოფში დასავლეთ საქართველოში გამგზავრება თავიდან აირიდონ და თანაც, მოგების შემთხვევაში რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილზე დასრულების შანსიც გაჩნდება. პირველ წრეში „ყოჩები“ დიდ დიღომში თამაშს იგებდა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში მეტოქისგან სამი ლელო გაუშვა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა - 24:28.

ამავე დღეს „ბათუმი“ ფოთში „არმიას“ ხვდება. ზღვისპირელებს პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ, მაგრამ უკეთესი კალენდარი ნამდვილად არ აწყენთ, ხოლო „არმია“ გასავარდნი ზონისგან თავის დაღწევის იმედადაა. აღსანიშნავია, რომ ეს წყვილი ერთადერთია, რომელთა შორის პირველ წრეში გამართულ მატჩში დიდი სხვაობა დაფიქსირდა - მაშინ ბათუმელებმა 36:15 მოიგეს და პრემიაც აიღეს.

დიდი 10. XVII ტური

26 მარტი

თბილისი. „ავჭალა“. 15:00 საათი

ლოკომოტივი [თბილისი] - აკადემია [თბილისი]

რუსთავი. 15:00 საათი

ხარები [რუსთავი] - ჯიქი [გორი]

ქუთაისი. 15:00 საათი

აია [ქუთაისი] - არმაზი [თბილისი]

27 მარტი

თბილისი. „შევარდენი“. 14:00 საათი

ყოჩები [ბოლნისი] - ლელო-სარასენსი [თბილისი]

ფოთი. 14:00 საათი

ბათუმი [ბათუმი] - არმია [თბილისი]

13/03

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

16

12

1

3

2

1

0

297:222

+75

31/22

53

2

ლოკომოტივი თბილისი

16

11

1

4

1

4

0

289:220

+69

30/16

51

3

ჯიქი გორი ^

16

9

1

6

4

3

0

244:157

+87

25/10

45

4

ყოჩები ბოლნისი

16

10

0

6

1

4

0

279:242

+37

22/22

45

5

ბათუმი ბათუმი

16

9

1

6

1

5

0

262:233

+29

21/12

44

6

აია ქუთაისი

16

8

2

6

1

3

0

253:242

+11

21/17

40

7

არმია თბილისი

16

4

1

11

0

8

0

275:341

-66

19/37

26

8

აკადემია თბილისი ^

16

5

0

11

0

5

0

149:239

-90

09/25

25

9

ხარები რუსთავი

16

5

0

11

0

5

0

208:281

-73

17/29

25

10

არმაზი თბილისი

16

3

1

12

0

7

0

197:276

-79

19/24

21

^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო

18/03 @ 18.00

ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში
პრემია მხოლოდ მოგებულს, თუ მეტოქეს [მინიმუმ] სამით მეტ ლელოს გაუტანს
ნუგეში მხოლოდ წაგებულს, თუ 8 ქულაზე ნაკლებით [გარდასახული ლელოს ფარგალში] დამარცხდება
ფრეზე ბონუსი არავის ერგება. სისტემა ქართულია: განსხვავდება ფრანგული და დანარჩენი მსოფლიოს ნიხრებისგან

www.worldrugby.ge

თეგებიდიდი 10
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111491