ფეხბურთი

22:52 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” მარცხენა მცველები გამოაკლდნენ

ღრმა კრიზისში მყოფ “ვალენსიას” პრობლემები არ ელევა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ორივე მარცხენა მცველი: ხოსე ლუის გაია და გილერმე სიკეირა ტრავმირებულნი არიან.

გაიას მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და დაახლოებით 3-4 კვირას გამოტოვებს, ხოლო სიკეირამ მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ 30 ტურის შემდეგ “ვალენსია” ლა ლიგაში მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 6 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116243