ჭადრაკი

14:28 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელებში ცომაიამ იმარჯვა

ნიკოლოზ ცომაიას დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა ალექსანდრე ბოკუჩავას თასის გათამაშება 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

გამარჯვებულის აქტივში 7-დან 6 გამარჯვება და 1 ფრეა. ცომაიას 1.5 ქულით ჩამორჩა მონაწილეთა დიდი ჯგუფი. დამატებითი მაჩვენებლებით, საპრიზო სამეულში ცოტნე მამულაშვილი და შოთა ხოდაშნელი მოხვდნენ.

გოგონათა შორის საუკეთესო შედეგი მარიამ ჯანაშვილმა აჩვენა, მეორე-მესამე პოზიციები კი ლილე ქორიძემ და თამარ ონიანმა გაინაწილეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112379