ფეხბურთი

0:31 | 24.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” 2003-წლიანებმა დანიელებს მოუგეს

“საბურთალოს” 2003 წლიანების გუნდმა, რომელიც თურქეთში იმყოფება, მორიგი ოფიციალური მატჩი დანიის “ტარნბისთან” გამართა და 6:2 იმარჯვა.

საბურთალოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჰეთ-თრიკი შეასრულა კვერნაძემ, თითო-თითო გოლი კი სულხანიშვილის, გვიშიანისა და თავყელიშვილის ანგარიშზეა.

24 მარტს, ტურნირზე დასვენების დღეა. ნორჩი საბურთალოელები მორიგ ოფიციალურ შეხვედრას პარასკევს თურქეთის გუნდთან გამართავენ, 26 მარტს კი ვალერი გაგუას შეგირდები ბულგარეთის “პრეკისს” გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს “საბურთალომ” თურქული “ბურსა” 10:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110988