ფეხბურთი

17:35 | 23.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტონი: “ანჩელოტი “ბაიერნისთვის” საუკეთესო ვარიანტია”

“ბაიერნის” ყოფილმა შემტევმა ლუკა ტონიმ გამოხატა თავისი მოსაზრება კარლო ანჩელოტის მიმართ, რომელიც სეზონის ბოლოს “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი გახდება.

“ანჩელოტიმ იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში და საფრანგეთში თასები მოიგო. ის ნამდვილი პროფესიონალია და ყოველთვის ზრდილობიანია, კოლეგების, მოთამაშეების და ჟურნალისტების მიმართ. “ბაიერნისთვის” კარლო იდეალური ვარიანტია.” – ტონის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ანჩელოტი ბუნდესლიგაში პირველად მოსინჯავს ძალებს. კარლოს იტალიის, ინგლისის, ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონატები აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119187