კალათბურთი

17:06 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დევისი “დრიმ თიმს” ოლიმპიადაზე ვერ დაეხმარება

“ნიუ ორლეან პელიკანსის” და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მძიმე ფორვარდი ენტონი დევისი თავის ქვეყანას ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, რამდენიმე დღეში დევისი ტრავმირებულ მხარზე ოპერაციას გაიკეთებს, ხოლო აღდგენით პროცესს 4-5 თვე დასჭირდება.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც რიო დე ჟანეიროში ჩატარდება, კალათბურთი 6 აგვისტოს დაიწყება და იმავე თვის 21 რიცხვში დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111476