ფეხბურთი

11:15 | 22.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ “რეალის” ფანს ხელი მოტეხა (+VIDEO)

რაქელ ტაჩუელო, რომელსაც “ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ შემთხვევით ხელი მოტეხა, მადრიდის “რეალის” ფანი აღმოჩნდა. ინციდენტი ლა ლიგის 30-ე ტურში “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრის (2:2) დროს მოხდა. ერთ ეპიზოდში მესის დარტყმული ბურთი კარს აცდა და ტრიბუნაზე მყოფ რაქელს მოხვდა, რომელმაც ტკივილისგან გონება დაკარგა, გამოკვლევის შემდეგ კი მას ხელის მოტეხილობა დაუდგინდა. კატალონიური კლუბი დაშავებულ გოგონას უკვე დაუკავშირდა და როგორც მკურნალობის პროცესში დახმარება, ასევე “კამპ ნოუზე” ნებისმიერ მატჩზე უფასოდ დასწრება შესთავაზა. მას ბოდიში მოუხადა მესიმაც. რომელ შეხვედრაზე დასწრება ირჩია რაქელმა ამას მისივე კომენტარიდან შეიტყობთ:

“რეალს” ვგულშემატკივრობ და მესის ვერასდროს ვიტანდი, ახლა მით უმეტეს. დარტყმის მომენტში თვალებში მზე მანათებდა და როცა ჩემსკენ მომავალი ბურთი დავინახე ხელით ვცადე მისგან თავის დაცვა. იმ მომენტში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ჩემს ირგვლივ მყოფი გულშემატკივრები ვერაფერს მიხვდნენ, სანამ გონება არ დავკარგე. კლუბმა დახმარება შემომთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა ჩემი ნებისმიერი თხოვნა შეასრულოს. ვფიქრობ, მათ “ბარსა”-“რეალის” მატჩის ბილეთს ვთხოვ” - ამბობს რაქელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115259