ფეხბურთი

19:54 | 21.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი რეკორდს მიუახლოვდა

იტალიური “ნაპოლის” ფორვარდი გონსალო იგუაინი რეკორდთან ახლოსაა. საქმე ისაა, რომ არგენტინელ ფორვარდს მიმდინარე სერია A-ში 29 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის საუკეთესო შედეგთან ერთ სეზონში, 6 გოლი აშორებს, წინ კი 8 ტურია დარჩენილი.

ამჟამად რეკორდის ავტორი შვედი გუნარ ნორდალია, რომელმაც “მილანის” რიგებში შორეულ 1949-1950 წლების სეზონში 37 თამაშში 35 გოლი გაიტანა. მეორე ადგილზე ლუკა ტონია. ტონიმ “ფიორენტინაში” თამაშისას 2006 წელს 31-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე და იმ წელს “ოქროს ბუციც” მოიგო.

ამ ჯილდოსთვის ბუნებრივია, წლეულს იგუაინიც იბრძვის. მისი კონკურენტები კი “ბენფიკას” შემტევი ჟონასი, კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან.

თავის მხრივ, “ნაპოლიმ” პირადი რეკორდი დაამყარა: ნეაპოლიტანურ გუნდს თავის ისტორიაში 30 თამაშში 67 ქულა აქამდე არ დაეგროვებინა და ამის გაკეთება მიმდინარე სეზონში მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112259