ფეხბურთი

1:26 | 20.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძესა და შეყილაძეს გააქვთ, კანკავას გუნდი დაბლა ეშვება

იტალიის სერია A-ში ლევან მჭედლიძეს მცირე დრო დაუთმეს. ქართველი თავდამსხმელი “ემპოლი”-“პალერმოს” მატჩში მინდორზე 86-ე წუთზე შეიყვანეს. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და ემპოლელები მეათე ადგილზე არიან.

საფრანგეთში ჯაბა კანკავას “რეიმსი” შინ 0:1 “გენგამთან” დამარცხდა და ბოლოდან მესამე ადგილზეა, ლიგიდან კი სწორედ სამი გუნდი ვარდება. ჯაბამ 90 წუთი ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს გაფრთხილებაც მიიღო.

ფინეთში ირაკლი სირბილაძემ კვლავ გაიტანა, ამჯერად ქვეყნის თასზე. კპვ-ის ქართველმა ფორვარდმა ტპ-47-თან გასვლაზე 3:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გარდა, საგოლე პასიც გაახერხა.

საბერძნეთში გიორგი მერებაშვილს არ უთამაშია. ის “ლევადიაკოსის” სათადარიგო იყო “ქსანთისთან” მატჩში, რომელიც 2:2 დასრულდა. მერებაშვილის გუნდი ცხრილის შუაში, მეცხრეზეა.

კვიპროსზე ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისმა” სტუმრად 1:4 წააგო “აპოლონთან” და მეხუთე საფეხურზეა. მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი აშკარად ცუდ ფორმაშია, სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ დაეშვა.

“ვერდერის” 23-წლამდელებში გიორგი პაპუნაშვილი არ გამოჩენილა, რადგან ტრავმა აქვს და როგორც იცით, სანაკრებო შეკრებაზეც ვერ ჩამოდის. ბრემენელებმა “მაინცის” 23-წლამდელებთან მატჩი 2:2 დაასრულეს.

იტალიის ლიგა პრო-ში (რანგით მესამე) ირაკლი შეყილაძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. “ტატუჩიომ” ქართველის მიერ 87-ე წუთზე გატანილით სტუმრად “სავონას” 2:1 აჯობა. შეგახსენებთ, შეყილაძე “ემპოლიშიც” იყო, ახალგაზრდულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, ძირითადებში კი იშვიათადღა უწევდა თამაში.

ყაზახეთში გოგიტა გოგუას “ირტიშმა” სტუმრად “აკჟაიკს” 3:0 აჯობა და 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. გოგუა შეუცვლელად გაისარჯა.

პოლონეთში “შლიონსკი”-“რუხი” 0:0 დამთავრდა. შლიონსკელთა შორის ლაშა დვალმა სრულად ითამაშა. ქართველის გუნდი ბოლოსწინა პოზიციაზეა.

0.121754