ფეხბურთი

13:00 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვიან არასდროსაა: რაფა მარკესი ნაკრებში დააბრუნეს

ლეგენდარული მექსიკელი მცველი რაფაელ მარკესი თავის ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. 37 წლის მცველი, რომელიც ამჟამად მშობლიურ “ატლასში” თამაშობს, “აცეტკთა” მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ორი მატჩისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

ვეტერანი მარკესი მექსიკის ნაკრებში ბოლოს ოქტომბერში იყო მიწვეული, მაშინ რაფა ჯერ კიდევ ევროპაში, კერძოდ, “ჰელას ვერონაში” ირჯებოდა. ჯამში მარკესს მექსიკის ნაკრებში 129 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 16 გოლიც გაუტანია. ნათამაშები აქვს ოთხ მსოფლიოს ჩემპიონატზე და 2002 წელს ნაკრების კაპიტანი ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში გახლდათ.

რაფა მარკესს კარიერის განმავლობაში ბევრი გუნდის ღირსება დაუცავს, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებით მან კატალონიურ “ბარსელონაში” ითამაშა, სადაც 2003-2010 წლებში ირიცხებოდა.

მექსიკის ნაკრები შესარჩევ მატჩებს კანადასთან გამართავს - 26 მარტს სტუმრად, 30 მარტს კი საკუთარ მოედანზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062811