ფეხბურთი

11:47 | 19.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მარკ სტარსის” განცხადება “შატილზე” მომხდარ ინციდენტზე 

რამდენიმე დღის წინ თბილისში, “შატილის” სტადიონზე მომხარ ინციდენტს საფეხბურთო კლუბი “მარკ სტარსი” ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.

როგორც ცნობილია, მეორე ლიგის შეხვედრა თბილისის “მარკ სტარსსა” და გურჯაანის “ალაზანს” შორის მე-80 წუთზე შეწყდა ჩხუბის გამო. მერე ჩხუბი მოედნის მიღმა გაგრძელდა, გულშემატკივრები ჩაერივნენ და იქ “ალაზანის” ორი ფეხბურთელი დაიჭრა.

საფეხბურთო კლუბი "მარკ სტარსის" განცხადება:

“პირველ ყოვლისა, გვინდა ვთქვათ, რომ ჩხუბი პროვოცირებული არ ყოფილა “მარკ სტარსის” ფეხბურთელების მხრიდან. მატჩი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და შეხვედრის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე მოხდა პატარა ინციდენტი ფეხბურთელებს შორის, რასაც მოჰყვა გულშემატკივრის ჩართვა. საფეხბურთო კლუბი “მარკ სტარსი” ემიჯნება ყოველგვარ ასეთ ფაქტს და გმობს მომხდარს. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება სწრაფად გამოავლენს ამ ინციდენტში მონაწილე ადამიანებს და დასჯის. ჩვენის მხრივ გამოძიებას ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი მასალა მივაწოდეთ, მაგრამ აქვე დავძენთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცით, ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია “მარკ სტარსის” არცერთ ფეხბურთელს და ჩხუბში გარეშე პირები იყვნენ ჩართულები. როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის ფეხბურთელები მხოლოდ მათ განეიტრალებას და დამშვიდებას ცდილობდნენ. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე გუნდები გამოეხმაურნენ ამ მომხდარ ფაქტს და მხარდაჭერა აღგვითქვა უმრავლესობამ, მაგრამ იყო გამონაკლისები და ამ მძიმე სიტუაციში უაზრო ბრალდებები წაგვიყენეს: თითქოს მსაჯებზე ზეწოლის შემდეგ, მათ არცერთი ჩვენი ფეხბურთელი არ გააძევეს მოედნიდან. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ “მარკ სტარსის” არცერთ ფეხბურთელს მოედანზე ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და ჩვენ გვაქვს ვიდეო, როელზეც ეს ფაქტი დადასტურებულია. ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვინც ამგვარ უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებენ, შეგვიძლია ეს ვიდეო წარვუდგინოთ და თავადაც დარწმუნდებიან, რომ გასაძევებელი ჩვენი არცერთი ფეხბურთელი არ იყო. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მძიმე მომენტში კლუბს გვერდში ედგა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121582