ფეხბურთი

16:24 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოტის “სამპდორიაში” ეპატიჟებიან

გენუის “სამპდორიას” პრეზიდენტი მასიმი ფერერო ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ფრანჩესკო ტოტის თავის გუნდში იხმობს. საერთოდ, ფერერო საკმაოდ ოდიოზური პიროვნებაა და ჟურნალისტებთან თითქმის ყველა თემაზე თამამად საუბრობს. არც ტოტის შემთხვევაში გამოუჩენია მას სიტყვაძუნწობა.

“ტოტი უცხოეთში წასვლაზე ფიქრობს? – თუ “რომა” მას კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს, ჩაიცვას მსოფლიოში ყველაზე ლამაზი მაისური – “სამპდორიას” მაისური. ტოტი უცხოეთში არ უნდა წავიდეს, რადგან იტალიური ფეხბურთის სახეა”, - თქვა ფერერომ.

შეგახსენებთ, 39 წლის ფრანჩესკო ტოტის “რომასთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ “ჯალოროსის” ხელძღვანელები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109396