ფეხბურთი

15:29 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

დი ბიაჯომ იტალიური მედია გააკვირვა

იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დი ბიაჯომ ნაკრებში 25 ფეხბურთელს უხმო, რომელთა შორის დომენიკო ბერარდი და ფედერიკო ბერნარდესკიც არიან. არადა, ხსენებულ ფეხბურთელებს იტალიელი ჟურნალისტები ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებენ დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე და შესაბამისად, მათ ახლა მთავარ ნაკრებში ელოდნენ. მოგეხსენებათ, მარტის ბოლო გასამართი ამხანაგური თამაშებისთვის ანტონიო კონტეს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია.

რაც შეეხება დი ბიაჯოს რჩეულ მოთამაშეებს, სია შემდეგნაირია:

მეკარეები: ალესიო კრანიო (“ვირტუს ლანჩანო”), ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”), სიმონე სკუფეტი (“კომო”)

მცველები: ანტონიო ბარეკა (“კალიარი”), დავიდე კალაბრია (“მილანი”), მატია კალდარა (“ჩეზენა”), ანდრეა კონტი (“ატალნტა”), ალექს ფერარი (“ბოლონია”), ადამ მასინა (“ბოლონია”), ალესიო რომანიოლი (“მილანი”), დანიელე რუგანი (“იუვენტუსი”)

ნახევარმცველები: მარკო ბენასი (“ტორინო”), დანილო კატალდი (“ლაციო”), ფედერიკო დი ფრანჩესკო (“ვირტუს ლანჩანო”), როლანდო მანდრაგორა (“პესკარა”), ლუკა მაციტელი (“ბრეშა”), ლორენცო პელეგრინი (“სასუოლო”), სტეფანო სენსი (“ჩეზენა”)

თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”), ალბერტო ჩერი (“კალიარი”), ლუკა გარიტანო (“ჩეზენა”), გაეტანო მონაკელო (“ატალანტა”), ფედერიკო რიჩი (“კროტონე”), ვალერიო ლორენცო როსეტი (“ჩეზენა”)

იტალიის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე 24 და 29 მარტს ორ თამაშს გამართავს. შესაბამისად, ირლანდიისა და ანდორის ასაკობრივ ნაკრებებთან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112146