ფეხბურთი

14:39 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: “როდესაც მარცხდები სახლში მიდიხარ, მსაჯი არაფერ შუაშია”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “იუვენტუსთან” (4:2) მოგებული მატჩის შემდეგ თავისი შეგირდები და მეტოქე შეაქო. მანვე კომენტარი ალვარო მორატას არჩათვლილ გოლზეც გააკეთა.

“ეს იყო დიდებული თამაში გულშემატკივრებისთვის. ჩვენ ვეთამაშეთ შარშანდელ ფინალისტს და მათი დამარცხება რთული გახლდათ. მინდა, კომლიმენტები ვუთხრა ჩემს შეგირდებს, რადგან 0:2 შემობრუნება ძალიან რთულია.

მორატას არჩათვლილი გოლი? – “იუვენტუსი” ძალიან ძლიერია, მაგრამ არბიტრით მანიპულირება არ შეიძლება. როდესაც მარცხდები, მეტოქეს ხელს ართმევ და მიდიხარ სახლში”, - განაცხადა გვარდიოლამ.

აღსანიშნავია, რომ გვარდიოლა საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა – კერძოდ, მწვრთნელის რანგში მეოთხედფინალში მეშვიდედ გავიდა შვიდი მცდელობიდან...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115769