თამაშგარე

12:20 | 17.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი კახეთში

- გოგო, ირინაავ, რას აკეთებ ამ ვირთანა შე ოხერტიალო შენაა. გამეეცა აქეთა, წიხლი რამე არა გკრას, თორემ, მერე მე გამამაჭენებენ იმ ვერანა ბულავრულ პრესაში და ამოტოლა კაცსა ეგ მინდა?

- ნახე პაპი, რა საყვარელი ვირია. იგეთი ლამაზია, რონალდუმდე ამაი რომ შევხვდროდი, არაფერზე უარ არ ვეტყოდი...

- მამა გიცხონდა, ძაან გამაცინე რაა. ამასწინათ, სადღაც შენზე დაუწერნიათ, ირინა შეიკი გურჯაანელ კნეინაი დამესგავსაო და ბევრსა კი არა სჯეროდა. იგე, თუ არ დეემსგავსე. რო გიყურებ, სულ ბაბოჩემი, მსხვილდუმაანთ ნინა მახსენდება.

- იმეე, რომელი ნინა? რო გაბოზდა? რაღა მაგას შემადარე ადმიანო?...

- რა ვქნა აბა შვილოსან, კაცებ შენ არ იკლებ და ფოტოებსაც კიდე ისეთს იღებ, ეს ამტოლა კაცი რო შამაგხედამ, თავსა დაბლა ვხრი – ემანდ რამე ცუდი არ გავიფიქრო - მეთქი. ჰოდა, ნინასაცა რა, მეტი კი არაფერი უქნია.

- სულ ეგრე რათ იცი ხოლმე პაპი საქმის ამტუტება. აგე ახლაც, ვირზე დავიწყეთ საუბარი და ბოზობით ვამთავრებთ.

- შენ ის გირჩევნიან, რამე მაიცვა მაგ ოხერ ტანზედა. ვერახედამ, მეზობლის ბალღები ღობეს ამტვრემენ შენს ცქერაშია. ბოლოს იგრე იზამ, გააგიჟებ ამათა ქალოო...

0.219475