ფეხბურთი

19:07 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინციდენტი "შატილის" სტადიონზე: გულშემატკივრებმა ფეხბურთელები დაჭრეს

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩი "მარკ სტარსსა" და გურჯაანის „ალაზანს“ შორის გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო ჩაიშალა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, თბილისში, "შატილის" სტადიონზე გამართული შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, როცა გურჯაანელები ანგარიშით 1:0 იგებდნენ, მოედანზე შეჭრილ გულშემატკივრებსა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო, რის გამოც თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. როგორც ირკვევა, ჩხუბი მოედნის გარეთაც გაგრძელდა. ინციდენტის შედეგად ორი ფეხბურთელი დაიჭრა, რომელთა მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10401