ფეხბურთი

16:21 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ლიგაში I ტურის შეხვედრები გაიმართა

14 მარტს, ახალ სპორტის სასახლეში ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

წლევანდელ ჩემპიონატში, რომლის ორგანიზებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცისთან ერთად, სპორტული სააგენტო SBM ახორციელებს, 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ერთამენთს ერთ წრედ დაუპირისპირდებიან. საუკეთესო ოთხეული კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორ რაუნდიან პლეიოფში განაგრძობს.

პირველი სათამაშო დღე საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.

ფუტსალის ლიგის სადებიუტო ტური თბილისური „დერბით“ გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს სპარტაკი და თბილისი დაუპირისპირდნენ. მატჩის სტარტი თბილსის ფეხბურთელთა კარნახით წარიმართა და ნიკა თურმანიძემ ჩემპიონატის პირველი გოლი უკვე მეორე წუთზე გაიტანა. მალევე საკუთარი გუნდი უპირატესობა მანუკ მხითარიანმა განამტკიცა - 2-0. მეტოქემ ანგარიშში სხვაობის შემცირება მე-11 წუთისთვის მოახერა - თავი სპარტაკის აფრიკელმა ლეგიონერმა, აბი აჰი ალფონსემ გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც საბოლოოდ ჩემპიონატის პირველი პოკერი დაფიქსირდა. მიუხედავად ორივე გუნდის კართან შექმნილი არაერთი მომენტისა, პირველ ნახევარში მეტი გოლი არ გასულა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, იგი სპარტაკის ფეხბურთელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ძირითადად მათი მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომებით იყო განპირობებული, რამაც შეხვედრის შედეგზეც იმოქმედა და საბოლოოდ 6-4 სპარტაკის სასარგებლოდ.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება კი აფხაზეთისა დაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მინი ფეხბურთის გუნდებს შორის გაიმართა.

პირველი ნახევარი „სტუდენტების“ უპირატესობით მიმდინარეობდა. მათი ათი ნომრის ლაშა მაისურაძის დამსახურებით ტაიმის მსვლელობისას ისინი ოთხჯერ გავიდნენ წინ, თუმცა მათი მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთ ბურთზე მეტი სხვაობის დაფიქსირების საშუალება არ მისცეს. მეორე ტაიმი კი სრულად აფხაზეთის კარნახით წარიმართა და შეხვედრაც მათი გამარჯვებით 10-4 დასრულდა.

საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა მოქმედი ჩემპიონის სტუ-თელასის და უფლისციხის დაპირისპირება. მიუხედავად ჩემპიონის ფავორიტის სტატუსისა, გორელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი გოლი მხოლოდ პირველი ტაიმის დასრულებამდე 25 წამით ადრე, ბოლო იმედის ჯარიმისთვის დანიშნული 6 მეტრიანიდან გაუშვეს. თავი საუკეთესო გოლეადორმა, არჩილ ბოკერიამ გამოჩინა. მანამდე კი თავად გორელებს ქონდათ რამოდენიმე 100% შანსი, რომლის გოლად ქცევაც ვერ შეძლეს. მთელი მეორე ტაიმი უფლისციხე მოედანზე მეხუთე მოთამაშით იმყოფებოდა და კიდევ რამოდენიმე საგოლე ეპიზოდი გაატანა ქარს, რაც საბოლოოდ მაღალი კლასის მეტოქემ არ აპატია - 5-0 თელასის სასარგებლოდ.

ტურის დასკვნით შეხვედრის წინ, ჩემპიონატის მონაწილეებს საქრთველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა ზაალ ჩიტალაძემ მიმართეს და მათ ახალ გათამაშებაში წარმატებები უსურვეს.

ტური „დინამო“ ბათუმის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. თსუ-მ სრულად გაამრთლა ფავორიტის სტატუსი და დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებაც შეძლო. თბილისელები ეფექტური დარტყმით მათმა კაპიტანმა , დავით ბობოხიძემ დააწინაურა, მალევე მან დუბლის შესრულებაც მოახერხა. ორი შედეგიანი დარტყმით გამოირჩა თსუ-ს შემტევი გია ნიკვაშვილიც, რასაც ზურაბ ლუკავა და ნოდარ ქურცაძემ თითო-თითო გოლი მიუმატეს. აჭარლებმა კი მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა იკმარეს. საბოლოოდ 6-1 ბესიკ არველაძის გუნდის სასარგებლოდ.

14.03.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა.I ტური

სპარტაკი (თბ) - თბილისი (თბ) 6-4

გოლები: 1.26წთ, ნ. თურმანიძე (0-1), 5.09წთ, მხითარიანი (0-2), 12,22წთ, ალფონსე (1-2), 20.17, ალფონსე (2-2), 23.03წთ, იმედაძე (3-2), 25.45წთ, ალფონსე (4-2), 26.01წთ, მაისურაძე (4-3), 28.28წთ, ალფონსე (5-3), 31.28წთ, მგალობლიშვილი (6-3), 39.57, ნ.თურმანიძე (6-4)

სპარტაკი (თბ): სვანიძე, ალფონსე, იმედაძე, მგალობლიშვილი, კანდარელი, კურატიშვილი, დუ ჟუნიორ, სერჟ აბლო

თბილისი (თბ): გედენიძე, დ.თურმანიძე, მხითარიანი, სოხინი, ნ. თურმანიძე, ჯანელიძე, კარაპეტიანი, მაისურაძე, ხახაშვილი, ხიდეშელი, ჭელიძე

აფხაზეთი - IBSU 10-4

გოლები: 3.32წთ,მაისურაძე (0-1), 9.36წთ, სებისკვერაძე (1-1), 13.44, მაისურაძე (1-2), 16.15წთ, ღუღუნიშვილი (2-2), 16.54წთ, მაისურაძე (2-3), 17.42წთ, ღუღუნიშვილი (3-3), 19.36წთ, მაისურაძე (3-4), 21.33წთ, ახალაია (4-4), 24.09წთ, ხარაიშვილი (5-4), 29.30წთ, გოგოხია (6-4), 31.16წთ, ხარაიშვილი (7-4), 31.32წთ, სებისკვერაძე (8-4), 24.21წთ, ახალაია (9-4), 37.33წთ, ახალია (10-4)

აფხაზეთი: გელაშვილი, წამალაშვილი, გოგოხია, ხარაიშვილი, ფიფია, ჭანტურიძე, ქეშელაშვილი, ღუღუნიშვილი, ტვილდიანი, სებისკვერაძე, ახალაია, ჯაფარიძე, გოგოლაძე, ოთინაშვილი

IBSU: ბუჯიაშვილი, მჟავანაძე, ლ.კალანდია, სეფერთელაძე, ზატუაშვილი, ლოლუა, დევაძე, მაისურაძე, ჟორჟიკაშვილი, გველესიანი, ბაირამოვი, მ.კალანდია

უფლისციხე - სტუ-თელასი 0-5

გოლები: 19.36წთ, ბოკერია 6მ (0-1), 30.20წთ, წვერავა (0-2), 31წთ, წვერავა (0-3), 32.01, თოფურია (0-4), 34.09, სოზაშვილი (0-5)

უფლისციხე: თათანაშვილი, მჭედლიშვილი, სულთანიშვილი, ნონიკაშვილი, ადუაშვილი, ნასყიდაშვილი, ტლაშაძე, ლუკაშვილი, ოქროპირიძე, ბალიაშვილი, კბილაძე

სტუ-თელასი: გაბუჩია, თარხნიშვილი, სოზაშვილი, წვერავა, თოფურია, მამულაშვილი, ასათიანი, ბოკერია, შელეგია, ცხომარია, კურბანოვი, მერკვილაძე

დინამო (ბთ) - თსუ 1-6

გოლები: 5.15წთ, ბობოხიძე (0-1, 10.38წთ, ბობოხიძე (0-2), 11.30 წთ, ნიკვაშვილი (0-3), 14.49წთ, ქურცაძე (0-4), 25.48წთ, ნიკვაშვილი (0-5), 26.05წთ, შამილაძე (1-5), 31.17წთ, ლუკავა (1-6)

დინამო (ბთ): გუჯაბიძე, გ.ბერიძე, თოდაძე, დოლიძე, გოჩ. ბერიძე, კეკელიძე, ლორია, შამილაძე, ტყეშელიაძე

თსუ: ჯამბურია, სანიკიძე, ბობოხიძე, ჭანუყვაძე, კაკაბაძე, ლუკავა, კობაიძე, სიგუნავა, ნიკვაშვილი, ჭუმბურიძე, ქურცაძე

მომდევნო ტურის შეხვედრები 21 მარტს გაიმართება.

დინამო (ბთ) - უფლისციხე

თბილისი - აფხაზეთი

სტუ-თელასი - სპარტაკი

თსუ - IBSU

საქართველოს ფუტსალის ლიგის ტექნიკური პარტნიორები არიან გერმანული სპორტული ბრენდი SALLERდა ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“,“წყალი მარგებელი“, SPORT City

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“,ვებ პორტალები, mysports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, და გაზეთი „ლელო”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.175952