ჩოგბურთი

12:44 | 15.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და ერანი მეოთხედფინალში ითამაშებენ

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და იტალიელმა სარა ერანიმ ინდიან ველსში მიმდინარე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის (საპრიზო ფონდი 6 844 139 დოლარი) მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

კალაშნიკოვამ და ერანიმ უკრაინელების – კატერინა ბონდარენკოს და ოლგა სავჩუკის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა გადაიტანეს და საბოლოოდ, 7:6 (7:5), 5:7, 10:8 იმარჯვეს.

ოქსანამ და სარამ BNP Paribas Open-ზე წარმატებული თამაშის წყალობით, უკვე 215-215 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს, ხოლო თუკი მეოთხედფინალშიც იმარჯვეს, აქტივს 390-390 ქულას შემატებენ.

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო რაუნდში კალაშნიკოვა და ერანი ძლიერ ჩეხურ წყვილს გაეჯიბრებიან. ანდრეა ჰლავაჩკოვას და ლუსი ჰრადეცკას ინდიან ველსში მე-4 განთესვა გააჩნიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109547