სხვა

18:35 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება (+VIDEO)

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოზე ირჯება, პირველი გამარჯვება იზეიმა.

დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა დასავლეთის სეკივაკე ტოიონოშიმა აშკარად დაჯაბნა და იორიკირით სძლია. ახლა, ქართველი სეკიტორს თითო მოგება-წაგება გააჩნია, მომდევნო შერკინება კი აღმოსავლეთის ოძეკი კოტოშოგიკუს წინააღმდეგ ელის, რომელიც 2 გამარჯვებით ლიდერთა შორის იმყოფება.

ქართველ სუმოისტს მონღოლ ჩემპიონთან ბრძოლების დიდი ისტორია გააჩნია და დადებითი ბალანსით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ტოჩინოშინს ფუკუოკელ სეკიტორთან ჩატარებული 24 ბრძოლიდან მხოლოდ 4 აქვს მოგებული.

თანამემამულის დარი მონაგარი აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც საწყის დღეს წარმატებულად დასრულებულ შეხვედრას აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა იჩინოჯოსთან მარცხი მიაყოლა. 214-კილოგრამიანმა მონღოლმა 199-კილოგრამიანი ქართველი იორიკირით დაჯაბნა.

გაგამარუ, რომელიც ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-3 დღეს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკანოივას დაუპირისპირდება. გორგაძეს მონღოლ მეტოქესთან მინიმალური დადებითი ბალანსი (2 მოგება, 1 მარცხი) გააჩნია.

ჰარუ ბაშოს მე-2 დღის ვიდეომიმოხილვაში - გაგამარუს ორთაბრძოლა იხილეთ 3:03 წუთიდან, ტოჩინოშინის - 7:07-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112334