რაგბი

17:22 | 14.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთთან უძლიერესი შემადგენლობით
"ბორჯღალოსნებს" გორგოძე, ჩილაჩავა. ნარიაშვილი და შარიქაძე უბრუნდებიან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის დამაგვირგვინებელ, ფინალურ რკენამდე 5 დღე რჩება - 19 მარტს "ბორჯღალოსნები" თავიანთ ყველაზე პრინციპულ და ძლიერ მეტოქეს, "მუხებად" წოდებულ რუმინეთის ნაკრებს "დინამოზე არენაზე" უმასპინძლებენ. სეზონის დე-ფაქტო ფინალად მონათლული მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

გამართლდა საყოველთაო ვარაუდი: რაგბი ევროპის ფინიშზე საქართველო და რუმინეთი დე-ფაქტო ფინალში შეიბმებიან - გამარჯვებულს ერთბაშად ერგება ოფიციალური ჯილდო, წარმოსახვითი "დიდი სლემი" და სამეზობლო, "ანთიმოზ ივერიელის თასიც". სლემი რაგბული ტრადიციაა - თუ ყველა მეტოქე ძლიე, მაშინ გეთვლება შესრულებულად, წმინდა ანთიმოზის სახელობის თასი კი გარდამავალია - 2002 წლიდან იგი "ბორჯღალოსანთა" და "მუხათა" ყოველ რკენაში თამაშდება (გამონაკლისია მსოფლიო თასი)

ძველმა მეტოქეებმა ფინიშამდე წელსაც მხარდამხარ მოვაღწიეთ: რუმინეთმა უბონუსოდ იმარჯვა ესპანეთში, ჩვენ კი - რუსეთში, მაგრამ გატანილ-გაშვებულის სხვაობა უკეთესი რომ გვაქვს, თუ რკენა ფრედ დასრულდა და ბონუსიც ტოლად გაიცა, სამივე ტიტულს შინ დავიტოვებთ.

სტატისტიკურად კარპატელებს ბოლო ხანსღა გავუსწარით: ჩემპიონობით 8-4, "უმცროსი 6 ერში" 10-5, სლემით 5-1, გამარჯვებებით 10-8, ანთიმოზის ფლობით 9-5, სხვაობით +12 და რეიტინგშიც მათზე 4 საფეხურით მაღლა ვდგავართ.

"ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის წლევანდელი სეზონის დამაგვირგვირგვინებელი მატჩისთვის მზადება დაიწყეს. ნაკრები ტრადიციულად შევარდენზე შეიკრიბა. გაზაფხულის მთავარ თამაშს საუკეთესო შემადგენლობით ჩავატარებთ: დაგვემატნენ ტულონელები - მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა, დაისვენა მიხეილ ნარიაშვილმა და მერაბ შარიქაძეც მოკეთდა.

საქართველოს ბორჯღალოსნები

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2016 . შაბათი 19/03. 17.00. თბილისი, "დინამო არენა"

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ2]

1983

91

14ლ 123გ 126ჯ 3ა [703 ქ] 4სბ

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

24

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

54

6ლ 2სბ

გიორგი აფციაური

არმია [საქ დ 10]

1994

18

მურაზ გიორგაძე

არმაზი [საქ დ 10]

1994

10

2ლ

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1994

7

:

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

91

18ლ [4 კაპ] სბ

ლაშა მალაღურაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

66

4ლ 36გ 25ჯ 3ა [176 ქ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

41

8ლ [1 კაპ]

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14]

1993

38

6ლ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

43

6ლ 4გ [38 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1995

2

:

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

44

2სბ

9

ვაჟა ხუციშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1993

20

:

9

ვასილ ლობჟანიძე

არმაზი [საქ დ 10]

1996

14

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

35

2ლ სბ

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

23

8ლ 2სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

20

2

შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990

39

3ლ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

33

ლ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტ14]

1991

27

3ლ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

ბეიონ [სფრ პრო დ2]

1987

20

3ლ სბ

3

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

2

:

2ხ

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ1]

1981

90

10ლ [1 კაპ] 6სბ

2ხ

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

58

11ლ 4სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

ტულონ [სფრ ტ14]

1991

41

2ლ 2სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

1

:

3ხ

მამუკა გორგოძე

ტულონ [სფრ ტ14]

1984

65

26ლ [8 კაპ] 5სბ

3ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ ფედ1]

1984

56

2ლ [11 კაპ] 3სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

19

5ლ სბ

3ხ

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996

6

ლ სბ

3ხ

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

5

:

3ხ

გიორგი მჭედლიშვილი

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1993

0

:

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110273