ფეხბურთი

0:19 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" "იუვენტუსი" შეაშინა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XXVI ტურში მოუგებელი სერია დაასრულა მიუნხენის “ბაიერნთან” და მინიმუმ ხვალამდე დორტმუნდის “ბორუსიასთან” ქულათა სხვაობა 8-მდე გაზარდა.. ჩემპიონთა ლიგის ზონაში კი ცვლილებებია: “გლადბახმა” “შალკეს” ადგილი გაუცვალა და მეოთხე პოზოციაზე თვითონ დამკვიდრდა.

“ბაიერნმა” ტურინის “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალამდე ჩინებული რეპეტიცია გაიარა. მიუხენურმა გიგანტს ბოლო წლებში ბრემენის “ვერდერი” თვალში ჰყავს ამოღებული და ბუნებრივია, არც ამჯერად დაინდო. “რეკორდმაისტერმა” “ბრემენელ მუსიკოსებს გადახალისებული შემადგენლობით უმასპინძლა. მაგალითისთვის პეპ გვარდიოლამ სკამზე რობერტ ლევანდოვსკი დატოვა. ისე, ბოლოს ლევანდოვსკის თადარიგში დატოვება, როგორც დასრულდა ყველას კარგად მოეხსენება, “ვოლფსბურგთან” პოკერი შეასრულა. ამჯერზე პოლონელს ოთხჯერ არ გაუტანია, მაგრამ უგოლოდ მოედანი მაინც არ დატოვა. საუკეთესო კი მასპინძელთაგან ესპანელი ტიაგო ალკანტარა გახლდათ, ვინაც მეტოქის რბევა დაიწყო და დაასრულა. მის მსგავსად დუბლით გამოირჩა ტომას მიულერიც, აბა ისე, როგორ იქნებოდა...

მოკლედ, “ბაიერნმა” “იუვნტუსამდე” ჩინებულად ივარჯიშა და ახლა ტურინელთა ძლევას აპირებს. სხვათა შორის, “რეკორდმაისტერმა” ამ მოგებით ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

გელზენიკირხენის გუშინდელი მარცხით ძალზე კარგად ისარგებლა ანდრე შუბერტის სიმპათიური ფეხბურთის მოთამაშე “გლადბახმა”. ბორუსიელებმა ფრანკფურტის “აინტრახტს” შანსი არ მისცეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მასპინძელთა კარში ერთადერთხელ დაარტყეს და შედეგიც შესაბამისი მოიმკეს – 0:3. “გლადბახი” კი ოთხეულს ისევ დაუბრუნდა და ზედიზედ მეორედ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშთან ახლოსაა. “აინტრახტს” კი ვერც ახალი მწვრთნელი, ხორვატი ნიკო კოვაჩი შველის – ფრანკფურტელთა მდგომარეობა სავალალოა.

თუ “აინტრახტის” მდგომარეობა სავალალოა, “ჰანოვერის” შემთხვევაში სიტყვის მოძებნაც ჭირს. თომას შააფის გუნდი II ბუნდესლიგისკენ ჯიქურ მიექანება და არც ის დროა შორს, როდესაც სურვილს “აიხდენს”. ჰანოვერელებმა ამჯერად შინ “კიოლნთან” წააგეს უშანსოდ, რადგან უნიათოდ ითამაშეს. არადა, გუნდს, რომელსაც ბუნდესლიგაში დარჩენაზე პრეტენზია უნდა ჰქონდეს, “თხებთან” საკუთარ მოედანზე ასე არ უნდა თამაშობდეს.

სამაგიეროდ, ბოლო დროს მოგებებს მოუხშირა კიდევ ერთმა აუტსაიდერმა “ჰოფენჰაიმმა”, რომელმაც სახლში ზედიზედ მეორედ იმარჯვა. “სოფლელებმა” დღეს ამბიციური და ოთხი დღის წინ ევროპის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრილი “ვოლფსბურგი” დაამარცხეს – 1:0.

დღის კიდევ ორი მატჩი კი გოლებით გამოირჩა. “ინგლოშტადთან” “შტუტგარტმა” ორბურთიანი ჩამორჩენა ბოლოში აღმოხვრა (3:3), ხოლო ასევე ბოლო წუთებზე მარცხს “აუგსბურგი” გასვლაზე “დარმშტადთან” გადაურჩა.

“გლადბახი” – “აინტრახტი” 3:0 (1:0) (მიმოხილვა)

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 54 010

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, ნორდვეიტი (კორბი 59), ჰინტერეგერი; ჯონსონი (ჰერმანი 86), დაჰუდი, ქსაკა (ბროუვერსი 72), აზარი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

“აინტარხტი” (4-3-3): ჰრადეცკი; რეგასელი, აბრაჰამი, რუსი, ჯაკპა; მოდოევიჩი, რეინარცი, ჰასებე (ჰუსჟტი 50); სეფეროვიჩი, ფაბიანი (კიტელი 54), აიგნერი (კასტაინოსი 86)

მწვრთნელი: კოვაჩი

გოლები: 1:0 სტინდლი (36), 2:0 რაფაელი (53), 3:0 დაჰუდი (79)

გაფრთხილება: დაჰუდი (87) - ჰასებე (36), აბრაჰამი (76), ჰუსჟტი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 4 (0) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 1:1 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ვეინერი

“დარმშტადტი” – “აუგსბურგი” 2:2 (2:0)(მიმოხილვა)

დარმშტადტი, “მეკრშტადიონი”

მაყურებელი: 16 000

“დარმშტადტი” (4-4-1-1): მატეინია; იუნგვეიტი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ჰელერი, ნიემეიერი (სირიგუ 70), გონდორფი, კემპე (ჰოლანდი 87); ვრანჩიჩი (გორკა 80); ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ფეულნერი, კლავანი (ალტინტოპი 87), ჰონგი, სტაფილიდისი (მაქსი 54); კორი (აჯეტი 54), ბაიერი; ეშვეინი, კოო, კაიუბი; ფინბოგასონი

მწვრთნელი: ვეინციერლი

გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (12), 2:0 ვაგნერი (40), 2:1 ფეულნერი (63), 2:2 ფინბოგასონი (89, პენ)

გაფრთხილება: ჰელერი (90), ჰოლანდი (90) – მაქსი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 15 (5) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დანკერტი

“ჰანოვერი” – “კიოლნი” 0:2 (0:1)(მიმოხილვა)

ჰანოვერი, “HDI არენა”

მაყურებელი: 40 600

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მილოსევიჩი (ალმეიდა 56), შულცი, სორგი; შმიედებახი, სანე; კარამანი, კიოტაკე, ფოსუმი (კლაუსი 62); სჟალაი

მწვრთნელი: ტომას შააფი

“კიოლნი” (4-4-1-1): ჰორნი; სორენსენი, მავრაი, ჰეინტცი, ჰექტორი; რისე, ლემანი, ვოგტი (ოლკოვსკი 90), გერჰერტი; ბიტენკურტი (ჰარტელი 87), მოდესტე (ოსაკო 89)

მწვრთნელი: სტოგერი

გოლები: 0:1 ბიტენკურტი (43), 0:2 სორენსენი (61)

გაფრთხილება: შმიედებახი (69) – სორენსენი (49)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (2) – 12 (5) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: სიპელი

“ჰოფენჰაიმი” – “ვოლფსბურგი” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 25 231

“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; კადერაბეკი, სულე, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი; უტი, შარი (კანუსე 67), ამირი, ვოლანდი; ვარგასი (ოხსი 55), კრამარიჩი (ელიონუსი 77)

მწვრთნელი: ნაგელსმანი

“ვოლფსბურგი” (4-3-3): კასტეელსი; ტრეში (ბრუნო ენრიკე 71), კნოხე, დანტე, როდრიგესი; გუილავოჯი, ლუის გუსტავო, არნოლდი (შეფერი 75); შურლე, კრუსე (ვიეირინია 60), კალიჯური

მწვრთნელი: ჰეკინგი

გოლი: 1:0 კრამარიჩი (3)

გაფრთხილება: ბაუმანი (89) - კასტეელსი (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 15 (9) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ჰარტმანი

“ინგოლშტადტი” – “შტუტგარტი” 3:3 (1:1) (მიმოხილვა)

ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”

მაყურებელი: 15 107

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; კრისტენსენი, როგერი, კოენი (ენგელი 85); ჰარტმანი (ენგელი 85), ლეზჩანო (ლექსი 90), ლეჩკიე

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნიედერმაერი (სუნჯიჩი 54), ინსუა; სერეი დიე (კრავეცი 65), რუპი, გენტნერი, დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი (ტაშჩი 74)

მწვრთნელი: კრამნი

გოლები: 1:0 ჰარტმანი (4), 1:1 კოსტიჩი (9), 2:1 ლეჩკიე (56), 3:1 ლეზჩანო (61), 3:2 რუპი (79), 3:3 დიდავი (84)

გაფრთხილება: და კოსტა (54), ჰუბნერი (70) - ნიედერმაიერი (22), დიდავი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (8) – 16 (6) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: გრაფე

“ბაიერნი” – “ვერდერი” 5:0 (2:0)(მიმოხილვა)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიხი (რაფინია 68), ბენატია, ალაბა; ალონსო; კომანი, გიოტცე (როდე 54), ტიაგო ალკანტარა, რიბერი; მიულერი (ლევანდოვსკი 74)

მწვრთნელი: გვარდიოლა

“ვერდერი” (5-4-1): ვიედვალდი; გებრე სელასიე, გალვეცი, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია (უ. გარსია 77); იატაბარე, ველიკოვიჩი (ლორენცენი 46), გრილიტში, ოზტუნალი (კლეინეისტერი 46); უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

გოლები: 1:0 ტიაგო ალკანტარა (9), 2:0 მიულერი (31), 3:0 მიულერი (65), 4:0 ლევანდოვსკი (86), 5:0 ტიაგო ალკანტარა (90)

გაფრთხილება: რიბერი (35) – გებრე სელასიე (25), ჯილობოჯი (67), უ. გარსია (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (13) – 2 (1) ბურთის ფლობა: 76%-24% კუთხურები: 11:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ვინკმანი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116599