ფეხბურთი

15:31 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის ლამაზი გოლი (+VIDEO)

ირაკლი სირბილაძემ ლამაზი გოლი გაიტანა ფინური კპვ-ის მაისურით. თანაც, ყოფილ გუნდს, კუპს-ს გაუტანა: საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, მოტრიალდა და ძლიერი დარტყმით ზედა კუთხეში ზუსტად დაარტყა (VIDEO).

სირბილაძის გუნდმა ეს ამხანაგური მატჩი 2:1 მოიგო. შეგახსენებთ, 33 წლის სირბილაძეს ფინეთის არაერთ კლუბში უთამაშია: კპვ-ში, "იაროში", "ინტერში" და კუპს-ში. 2012 წელს ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა 3 მატჩი, მათ შორის, თბილისში ესპანეთთან, როცა გოლის გატანაც შეეძლო და სერხიო რამოსმა გადაარჩინა კარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113006