ფეხბურთი

13:30 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოტი “რეალს” ნანობს

“რომას” ლეგენდარულ კაპიტან ფრანჩესკო ტოტის გუშინ “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ტაშით შეეგება. ამასთან დაკავშირებით 39 წლის შემტევმა თამაშის შემდეგ ისაუბრა. ფრანჩესკომ დასძინა, რომ “რეალი” მისი კარიერის ერთადერთი სინანულია...

“ეს შესანიშნავი ემოცია იყო. მომხდარი ნიშნავს, რომ ფეხბურთში რაღაც გამიკეთებია, რადგან დიდებულმა პუბლიკამ დამაფასა. მადლობელი ვარ ამისათვის ამ შესანიშნავი სტადიონის. ჩემს კარიერაში ერთადერთი, რასაც ვნანობ – “რეალია”, - თქვა ტოტიმ.

სხვათა შორის, ფრანჩესკო ტოტი პირველი იტალიელი არაა, ვინც “სანტიაგო ბერნაბეუს” პუბლიკამ დააფასა. 2008 წელს იგივე პატივი მადრიდულმა ინჩადამ ალესანდრო დელ პიეროს, ხოლო 2013 წელს ანდრეა პირლოს მიაგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11326