ფეხბურთი

10:36 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია

მადრიდის “რეალის” კოსტარიკელმა კარის დარაჯმა კეილორ ნავასმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ ნავასს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 8 თამაშია გოლი არ გაუშვია, ასე დიდხანს კი საკუთარი კარი მშრალად აქამდე არავის შეუნახავს. მთლიანობაში კეილორის მშრალმა სერიამ 720 წუთი შეადგინა.

აქამდე რეკორდი ლეგენდარულ ჰოლანდიელ ედვინ ვან დერ საარს ეკუთვნოდა, რომელმაც ამსტერდამის “აიაქსის” შემადგენლობაში 1995-1996 წლების სეზონში გოლი ზედიზედ 658 წუთის განმავლობაში არ გაუშვა. ნავასმა ვან დერ საარის შედეგი გუშინ, “რომასთან” (2:0) მატჩისას დაამხო. სხვათა შორის, კოსტარიკელმა კიპერმა იტალიურ გუნდთან ჩინებული თამაში ჩაატარა და რამდენჯერმე თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115841