ფეხბურთი

16:41 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანი: “ჩელსის” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ვილიანმა პსჟ-სთან განმეორებითი მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგაზე “არისტოკრატთა” შანსებზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. თუმცა ეს ძალიან რთული იქნება. ჯერ პსჟ-ს ბარიერი უნდა გავიაროთ და სანუკვარ ტიტულამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ. ჯერჯერობით, მთლიანად ფოკუსირება პსჟ-სთან მატჩზე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს იქნება რთული მატჩი, თუმცა შეგვიძლია გამარჯვებულები გამოვიდეთ.” – განაცხადა ვილიანმა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დუელის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ შინ “ჩელსის” 2:1 აჯობა. ამ გუნდების საპასუხო მატჩი ლონდონში 9 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110906