ძიუდო

15:13 | 7.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კადეტების წარმატება ევროპის თასზე (+VIDEO)

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა ანტალიაში გამართულ ევროპის თასზე 6 ოქროს, 6 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედლის მოპოვება ვერ მოახერხეს, მაგრამ მეორე დღე მათთვის წარმატებული გამოდგა. ამ დღეს გოგონებში და ვაჟებში შეჯიბრი სულ 8 წონით კატეგორიაში გაიმართა და 7 წონაში ქართველებმა ფინალში იასპარეზეს. 2 წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა, ხოლო 73 კგ წონით კატეგორიაში ოთხივე საპრიზო ადგილი ქართველებმა დაიკავეს.

საქართველოს ნაკრებიდან მედლების მფლობელები გახდნენ:

6 ოქრო: ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ), სალომე მჭედლიშვილი (-70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ), თორნიკე გვიჭიანი (-73 კგ), გიორგი ჩიქოვანი (-90 კგ), ამირან წიქორიძე (+90 კგ)

6 ვერცხლი: ნინო მგელაძე (-52 კგ), გიორგი თუთაშვილი (-55 კგ), ლევან გუგავა (-66 კგ), ბაჩანა სარქისაშვილი (-73 კგ), გოჩა ღვაჩლიანი (-81 კგ), ომარ საური (-90 კგ)

12 ბრინჯაო: ნატალია ყიფშიძე (-48 კგ), მარიამ ჭანტურია (-63 კგ), ლაშა ნადირაძე (-50 კგ), ლაშა ბექაური (-60 კგ), შალვა გაზაშვილი (-66 კგ), ალეკო მამიაშვილი (66 კგ), გიორგი გელაშვილი (-73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (-73 კგ), მიხეილ ბექაური (-81 კგ), ნოდარ ბერიაშვილი (-81 კგ), ნიკა დონღვანი (+90 კგ), ლევან ჭელიძე (+90 კგ).

მძიმე წონის ფინალი: ამირან წიქორიძე (საქართველო) – დმიტრი ხახლუ (ბელარუსი)

www.gjf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111454