ფეხბურთი

23:05 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: კარგი თამაში და კარგი გოლიც (+VIDEO)

გიორგი ჭანტურიამ კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში და გოლიც გაიტანა. “დუისბურგმა” გასვლაზე 1:1 დაასრულა “ბრაუნშვაიგთან”, ჭანტურიამ კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო, როცა კარგი პასი მიიღო თანაგუნდელისგან, საჯარიმოში შევიდა, მარჯვნიდან ოდნავ ცენტრისკენ წაიღო ბურთი და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა. ამ გოლით “ზებრები” დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე გაუშვეს.

ჭანტურია 78-ე წუთზე შეცვალეს. “დუისბურგი” ბოლო ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დარჩენა გაუჭირდება. ჭანტურიასთვის კი სეზონის დარჩენილი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მისით ბუნდესლიგის გუნდებიც არიან დაინტერესებულნი: “კიოლნზე” და “ვერდერზე” გერმანულ პრესაშიც დაიწერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157008