ფეხბურთი

22:20 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკმა პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გუს ჰიდინკმა პრემიერლიგის გუნდში მისვლის შემდეგ, ზედიზედ წაუგებელი მატჩების მიხედვით რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

69 წლის ჰიდინკი ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ლონდონის “ჩელსიში” მისვლის შემდეგ, გუნდმა პრემიერლიგის ზედიზედ 12 მატჩში მარცხი არ განიცადა.

ჰოლანდიელი ინგლისურ გრანდში 2015 წლის 20 დეკემბერს მივიდა და მას შემდეგ “არისტოკრატებმა” 5 მატჩი მოიგეს და 7 ფრედ დაასრულეს. წინა რეკორდი 1993/94 წლების სეზონში “ნოტინგემის” თავკაცმა ფრენკ კლარკმა დაამყარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124585