ფეხბურთი

20:23 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” შესაძლოა მესის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზადაა ლიონელ მესისთან ახალ შეთანხმებას მიაღწიოს და კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივოს. ინფორმაციას mundo deportivo ავრცელებს.

არგენტინის ეროვნული ნაკრების მოთამაშეს ესპანელებთან თანამშრომლობის ვადა 2018 წლის ივნისში ეწურება. ესპანური მედია აგრეთვე იუწყება, რომ “ბლაუგრანას” სურს კონტრაქტები სერხიო ბუსკეტსს და ნეიმარსაც გაუხანგრძლივოს.

მიმდინარე სეზონში მესიმ 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115737