ფეხბურთი

21:21 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი უფასო სკრინინგ-აქციაში ჩაერთო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, უფასო სკრინინგ-აქციაში ჩაერთო.

სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, აქცია თბილისის “დინამოს” ბაზაზე ჩატარდა და მასში მონაწილეობა გუნდის ფეხბურთელებმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ და “დინამოს“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამაც მიიღეს.

სპორტსმენები საზოგადოებას მოუწოდებენ დროულად აღმოაჩინონ აქვთ თუ არა C ჰეპატიტი, ვინაიდან, როგორც უკვე ცნობილია, ამ მძიმე დაავადების მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით, საქართველოში სრულიად უფასოა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113688