ფეხბურთი

17:06 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა "ბარსელონასთან" თამაშზე ოცნებობს

რუსეთის პრემიერლიგაში მეორე ადგილზე მყოფმა "როსტოვმა" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო და მათ შორის იყო ნიკა კაჭარავაც. 22 წლის ქართველმა ფორვარდმა განაცხადა, რომ დიდად მოხარულია "როსტოვში" გადასვლით და ძალიან სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშოს.

იმედია, ნიკა მალე აუღებს ალღოს რუსულ პრემიერლიგას და სათამაშო პრაქტიკა ექნება. შეგახსენებთ, კაჭარავა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელია და "როსტოვში" "ცხინვალიდან" გადავიდა.

0.1294