რაგბი

16:21 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

„მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე ორ თვეში დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

„ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აღარ ვითხოვო „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტის უფლებამოსილების გახანგრძლივება. ახლა შესაფერისი დროა იმისათვის, რომ დავასრულო მიმდინარე სამუშაო და ჩემი უფლებები ერთ-ერთ კოლეგას გადავულოცო. ამაყი ვარ იმით, რასაც რაგბიში მივაღწიეთ. მადლობა ყველას, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს რაგბის განვითარებაში. ასე გააგრძელეთ“ - ამბობს ლაპასე.

ბერნარი თანამდებობას ამა წლის მაისში დატოვებს და 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, პარიზის განაცხადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გახდება. 68 წლის ფრანგი საერთაშორისო რაგბის მმართველი ორგანიზაციის სათავეში 2007 წელს მოვიდა.

www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115516