კალათბურთი

10:00 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 6 ქულა, 6 მოხსნა და მარცხი “საკრამენტოსთან” (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” შინ “საკრამენტოსთან” 101:104 დამარცხდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 6 მოხსნა, და ერთი პასი შესძინა. ფაჩულიამ 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა. ზაზამ 2 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “საკრამენტო” მეორე პეროდის ბოლოს დაწინაურდა, რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა ჩენდლერ პარსონმა ჩააგდო, “საკრამენტოში” ორმაგი დუბლით დემარკუს კაზინსი გამოირჩა 22 ქულა, 13 მოხსნა.

“დალასი” 33 მოგებით და 29 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118384