ფეხბურთი

22:46 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარსელომ და მოდრიჩმა ვარჯიში განაახლეს

მადრიდის “რეალის” მცველმა მარსელომ და ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ვარჯიში განაახლეს. ინფორმაცია “სამეფო კლუბის” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ორივე მოთამაშემ “ლევანტესთან” მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ბრაზილიელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, ხოლო ხორვატმა ალვარო არბელოასთან ერთად - ინდივიდუალური პროგრამით. “რეალის” პირველ გუნდში იმყოფება ბორხა მაიორალი, მარტინ ოდეგაარდი და მარკოს ლიორენტე.

“ბლანკოსი”მომდევნო მატჩს “სელტასთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 5 მარტს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127437