ფეხბურთი

17:47 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ სარის საუკეთესო ხუთეული

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა იმ ფეხბურთელებისგან შედგენილი საუკეთესო ხუთეული დაასახელა, ვისთან ერთადაც კარიერის განმავლობაში ერთ გუნდში უთამაშია.

45 წლის ჰოლანდიელის რჩეულთა შორის მოხვდნენ მცველი რიო ფერდინანდი, ნახევარმცველები პოლ სქოულზი, ზინედინ ზიდანი და თავდამსხმელები პატრიკ კლუივერტი, დენის ბერგკამპი.

“გამიჭირდა ნახევარმცველების არჩევა, რადგან ისეთ ფეხბურთელებთან მომეცა თამაშის საშუალება, როგორებიც ზიდანი, სქოულზი, დელ პიერო და რაიკაარდი არიან. მსგავსი სიტუაციაა თავდასხმაშიც - კლუივერტი, რუნი, რონალდუ... კრიშტიანუ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ამ გუნდში მისი დასახელება შემეძლო, მაგრამ არჩევანი ჰოლანდიელებზე შევაჩერე. კლუივერტი დიდი ფორვარდი იყო. შეიძლებოდა ვან ბასტენის არჩევაც, მაგრამ მე მხოლოდ მის წინააღმდეგ მითამაშია” - ციტირებს ვან დერ საარის სიტყვებს Goal.com-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148024